დავით ნარმანია: კიდევ ერთ დამატებით პროექტს ვაჩუქებთ თბილისს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები, ბარნოვის ქუჩას დიდი ხანია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობიდან გამომდინარე პრობლემები ჰქონდა. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავებთ და სექტემბრის შუა რიცხვებამდე, სანამ ქალაქი მთლიანად დაიტვირთება, საგზაო სამუშოები უნდა იყოს შესრულებული და ამით კიდევ ერთ დამატებით პროექტს ვაჩუქებთ დედაქალაქს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გზის კაპიტალური შეკეთების ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ბარნოვი – მაყაშვილის კვეთიდან ბარნოვი – ჭოველიძის კვეთამდე. მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია მაყაშვილის ქუჩის კუთხიდან ზანდუკელის ქუჩის კუთხემდე და ტატიშვილის ქუჩის კუთხიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები