შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე სიახლეები ოსურ ენაზეც გამოქვეყნდება

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით (www.shidakartli.gov.ge) ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მიერ რეგიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას ოსურ ენაზეც გაავრცელებს.
მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის და ზოგადად ოსურენოვანი მოქალაქეების ინფორმირება იმ სიკეთეების თაობაზე, რასაც სახელმწიფო  მოქალაქეებს სთავაზობს“,აცხადებენ ადმინისტრაციაში.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის იოსებ ოქრომელიძის თქმით, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია შეეხება როგორც რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის, განათლებისსოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის ხელშეწყობისკენ მიმართულ სახელმწიფო პროგრამებს.
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია განახლებული ვებგვერდის საშუალებით ამ დრომდე ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენაზე ავრცელებდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები