რობაქიძის გამზირზე გამწვანების ზოლების მოწყობა მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან ნინო სულხანიშვილთან და დიღმის მაჟორიტარ დეპუტატთან თარაშ შურღაიასთან ერთად მოსახლეობას რობაქიძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გააცნო.
ამ ეტაპზე, რობაქიძის გამზირის ტროტუარებზე ამორტიზებული ასფალტის საფარის, ბორდიურების, ბეტონის ქოთნებისა და ღობეების დემონტაჟი მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, გამზირზე მოეწყობა გამწვანების ზოლი, სადაც დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები და დეკორატიული ყვავილები. სკვერები შემოიღობება დეკორატიული რკინა-ბეტონის ჯებირებით, დაიგება ბალახის საფარი, ახალი ბორდიურის ფილებით მოეწყობა ტროტუარები.
რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ზედამხედველობით ხორციელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები