ალექსანდრე ჯეჯელავა: ასეთი წყნარი, მშვიდი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის ინციატივას ეხმაურება. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ასეთი მშვიდი და დაბალანსებული საარჩევნო ვითარება არასდროს ყოფილა.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, არსებობს უწყებათშორისო კომისია, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ, მშვიდად და წყნარად ჩატარებას ემხრობა. „რაღაც პარალელური სტრუქტურა რატომ უნდა შეიქმნას? მგონია, რომ ჩვენს ახლანდელ წინასაარჩევნო გარემოს, მიმდინარე პროცესებს, ახლა ნაწილი ვარ ფაქტობრივად ამ ყველაფერის და ახლოდან ვუყურებ, მგონია, რომ ასეთი წყნარი, მშვიდი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და საკოსნტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები