თბილისის მერია Tbilisi Open Air-ზე დასწრების მსურველთათვის უფასო ავტობუსებს დანიშნავს

თბილისის მერია Tbilisi Open Air მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის უფასო ავტობუსებს ნიშნავს, რომლებიც, 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 14:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოძრავებენ.
როგორც “კვირას“ მერიიდან აცნობეს, უფასო მუნიციპალური ავტობუსები 10-15 წუთის ინტერვალით, მეტრო „დელისი“-დან გავლენ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის N1-თან მობრუნდებიან, გზას ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე განაგრძობენ და იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ივანე ბერიტაშვილის ქუჩების მეშვეობით ლისის ტბაზე ავლენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას გაივლიან ბერიტაშვილის, ბუდაპეშტისა და ვაკელის ქუჩებს, ჩაუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და კვლავ მეტრო „დელისთან“ გაჩერდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები