დედაქალაქის მერია: თბილისში მუნიციპალური საბავშვო ბაღებით კმაყოფილების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია

თბილისში მუნიციპალური ბაღებით კმაყოფილების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია და 82%-ს შეადგენს, აღნიშული ინფორმაცია “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მუნიციპალიტეტების ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიწოდებული სერვისებით მოსახლეობის კმაყოფილების დონის განსაზღვრას.

ანგარიშის თანახმად, თბილისში მუნიციპალური ბაღებით კმაყოფილების მაჩვენებელი 2013 წელს 64%-ს შეადგენდა, 2015 წლისთვის კი 82 %-მდე გაიზარდა.

კვლევის ფარგლებში, შესწავლილი იყო მუნიციპალური ბაღების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში საჯარო ბაღების ხელმისაწვდომობა 100%-ს შეადგენს. 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 89% იყო.

კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. კვლევა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითიმ“ ჩაატარა. საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების კვლევა ეყრდნობა 18 წელზე ზემოთ ასაკის 3,800 მოქალაქის გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები