საქართველოს მოქალაქეები საგზაო ინფრასტრუქტურისა და საბავშვო ბაღების განვითარების ტენდენციით კმაყოფილები არიან

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა საზოგადოებას „საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევის“ შედეგები გააცნეს. აღნიშნული კვლევა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“მ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩაატარა.
კვლევაში მიმოხილულია მოქალაქეთა დამოკიდებულება გზების, საზოგადოებრივი საბავშვო ბაღების, დასუფთავებისა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ, ასევე განხილულია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ თვითმმართველობაში. კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეებმა საგზაო ინფრასტრუქტურისა და საბავშვო ბაღების განვითარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები