კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისი დანიშნა

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზამ“ 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა.
ამის შესახებ Black Sea Arena-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ, კონცერტზე დასწრების მსურველებთან ერთად, რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესიც იქნა გათვალისწინებული.
მატარებლის სპეციალური რეისის განრიგი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
Black Sea Arena 30 ივლისს, მსოფლიო პოპვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები