„ემაუს საქართველომ” მარნეულში პირველი სოციალური სახლი გახსნა

საქველმოქმედო ორგანიზაცია “ემაუს საქართველომ“ ქალაქ მარნეულში პირველი სოციალური სახლი გახსნა. მოსახლეობას ის რამდენიმე სახის უფასო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის უფასო სამედიცინო გამოკვლევას, ფსიქოლოგის კონსულტაციასა და ენის შემსწავლელ კურსებს.
“ემაუს საქართველოს” მიერ ორგანიზებულ სოციალურ სახლში მოსახლეობის მიერ შემოწირული სხვადასხვა სახის ნივთია თავმოყრილი: ავეჯი, ტანსაცმელი და წიგნები. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ “ემაუსის” წარმომადგენლებს და ორგანიზაციის სატვირთო ავტომობილებით შეძლონ ნივთების სოციალურ სახლში განთავსება. აღსანიშნავია, რომ სოციალურ სახლში აგრეთვე იგეგმება ხელსაქმის შემსწავლელი უფასო კურსების ორგანიზება. ასევე საჭიროების მქონე მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფაც. “ემაუს საქართველოს” სოციალური სახლების გახსნა თბილისში, ბორჯომსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება.
13874903_1721696678081902_1837650523_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები