შსს-ს მაშველებმა 60-ზე მეტ ადამიანს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ლაგოდეხის რაიონში, 60-ზე მეტ ადამიანს დახმარება გაუწიეს და ადიდებულ მდინარეზე უსაფრთხოდ გადაიყვანეს.
„112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ადიდების გამო, დამსვენებელთა ჯგუფები ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მათ, სამაშველო თოკების გამოყენებით, ყველა დამსვენებელი მდინარის მეორე ნაპირზე უვნებლად გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები