ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა ალექსანდრე
მოწონელიძემ თანამდებობა დატოვა, მასთან ერთად თეატრიდან წავიდა იურისტი კახა ასლანიშვილი.
ოპერის თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დღეს ბრიფინგი გამართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
მინისტრის თქმით, ის ვეღარ ხედავს ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში პრობლემა დარეგულირდეს.
მინისტრმა საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მან დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შესთავაზა – დღის ბოლომდე თანამდებობა დატოვონ.
„სამინისტროს არაერთი მცდელობა, რომ ბრალდებები მხარეებს მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, სამწუხაროდ, ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს. უფრო მეტიც, ამან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები. სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თანამდებობა დღის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო, თავის მხრივ, მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები