გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ქართველებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.
გიორგი მარგველაშვილი დაინტერესდა იმ პროექტით, რომლის ფარგლებშიც ქართველი ფერეიდნელები საქართველოში იმყოფებიან და ქართულ ენასა და მუსიკას სწავლობენ.
პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენის შესწავლის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები