„ფონდი ნატახტარი“ რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

„ფონდი ნატახტარის“ მადლობის კამპანია გრძელდება!
26 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, „ფონდი ნატახტარი“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრებს გამართავს, რომლის დროსაც დაინტერესებული მხარეების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ წარმომადგენლები გააცნობენ „ფონდი ნატახტარის“ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ სპეციფიკას და ჩააბარებენ მათ მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიან დეტალურ ანგარიშს.
შეხვედრები რეგიონული ცენტრების დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართება:
# ქალაქი თარიღი დრო დარბაზი
1. ქუთაისი 26 ივლისი 14:00 მცირე დარბაზი
2. ბათუმი 27 ივლისი 10:00 დიდი დარბაზი
3. ზუგდიდი 27 ივლისი 16:00 მცირე დარბაზი
4. მარნეული 29 ივლისი 11:00 მცირე დარბაზი
5. თელავი 29 ივლისი 15:00 დიდი დარბაზი
6. გორი 30 ივლისი 11:00 მცირე დარბაზი
7. ახალციხე 30 ივლისი 15:00 დიდი დარბაზი.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები