სვანეთში ორი არასრულწლოვანი გოგონა დაიკარგა

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ორ მოზარდ გოგონას ეძებენ.
როგორც “კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, გაუჩინარებული გოგონები ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. მისი თქმით, გოგონები ღამით სახლში იმყოფებოდნენ, დილით კი ოჯახის წევრებს ადგილზე არ დახვდნენ.
“ერთი გოგონა 16 წლის არის, მეორე – 12 -ის. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ღამით ორივე მათგანი სახლში ყოფილა, დილით კი აღარ დახვედრიათ, რა გახდა მათი გაუჩინარების მიზეზი, ამისი ვარაუდი ოჯახის წევრებს უჭირთ“, – განუცხადა “კვირას“ კახა ჟორჟოლიანმა.
ადგილობრივებმა გოგონები ბოლოს ტყისკენ მიმავალნი ნახეს. სამძებრო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. რაც შეეხება გამოძიებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საქმე არ არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები