“ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის”, შოუბიზნესის ცნობილ სახეებთან ერთად, ბათუმში შშმ ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია-კონცერტს გამართავს

“ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის”, შოუბიზნესის ცნობილ სახეებთან ერთად, ბათუმში შშმ ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია-კონცერტს გამართავს.
შეხვედრის დრო ჩანიშნული. თემა კარგად ნაცნობი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომელთა რიცხვი დღეს მსოფლიოში ძალიან დიდია. მათი დაავადებები, ძირითადად, თანდაყოლილია.
ბათუმი. თამარის დასახლება, ჩიხი ნომერი ერთი. ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დღის ცენტრი. წვიმას არ ვუშინდებით. მალე ბავშვებს ვინახულებთ. ვღელავთ, ვაგრძნობინოთ თავი სრულყოფილ ადამიანებად, ფრთხილ და სათუთ მიდგომას მოითხოვს.13770243_1256551297712381_4026484863757824449_n
ბავშვთა სახლის მენეჯერი, ქალბატონი მაია ქათამაძე ბაღის კოორდინატორს, მარიკა თედორაძეს გვაყოლებს. ააიპ ,,ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მუდამ საშური საქმის სულისჩამდგმელები არიან, ბავშვთა სახლისკენ მივემართებით. საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე განცალკევებით განთავსებული სპეციალური სასწავლო ცენტრის აღსაზრდელები სხვადასხვა ასაკის შეზრუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები არიან. შესვლისთანავე ხვდები, რომ მოსაგვარებელი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საზოგადოებრივი მზაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩვეულებრივ სასკოლო სისტემაში ჩართვისას (მცირე გამონაკლისების გარდა).
არც სკოლები და მასწავლებლები, არც ავადმყოფი და ჯანმრთელი ბავშვების მშობლები, არც თვითონ ჯანმრთელი ბავშვები არ არიან მზად იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად მაქსიმალურად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში და ამით საფუძველი დაედოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას.13620777_1256547141046130_7947912280578870812_n
კარში თევდორე გვეგებება დღის ცენტრის ყველაზე აქტიური წევრი. ყველას თავაზიანად გვართმევს ხელს, ემოციას ვერ მალავს და ხმაურიანად მიგვითითებს, იქვე მდგარ ტახტზე დავბრძანდეთ. შემდეგ სათითაოდ სახელს გვეკითხება და მეგობრებს გვაცნობს. ეს გიორგია. ეს ლინდა, ანრი და ბარბარე…
ის, რისი სწავლაც მათ არ სჭირდებათ, გრძნობების ღიად გამოხატვაა. სიყვარულით აღსავსე სიტყვებს არ იშურებენ შენი მისამართით და გულში გეხუტებიან. უსაზღვოდ ახარებთ და აბედნიერებთ სტუმრების მისვლა. გული თუ უჩვენე, უჭირთ განშორება. ბოლოს პირობას გადებინებენ, რომ არ დაივიწყებ…. – მათ საზოგადოება სწყურიათ! – ყურში ჩამესმის ერთ – ერთი აღმზრდელის სიტყვები და ჩემდაუნებურად მიჩნდება კითხვა – ეს ურთიერთობა ვის მეტად ჭირდება, მათ თუ ჩვენ?!
მანამდე რაღაცას მეკითხება გიორგი და ეტლის სახელურს აწვალებს. ნათქვამია: “მუნჯი შვილის ენა დედამ იცისო,” აქ აღმზრდელები საუკეთესო “თარჯიმნები” არიან.
ვიდრე მოხვიდოდით, კონცერტის შესახებ ვუამბეთ და ახლა რა დაავიწყებს. აინტერესებს, როდის არის კონცერტი, მალე წაგვიყვანთო?! – იღიმება ქალბატონი ლია.
გიორგის, რომელსაც სიარული არ შეუძლია, მეტყველება არ უჭირს, უყვარს სტუმრებისთვის ტელეფონის ნომრის ჩამორთმევა შეუძლია ერთხელ ნათქვამი რიცხვები ზეპირად დაიმახსოვროს. ამიტომ ბევრი ტელეფონის ნომერი იცის ზეპირად… ხშირად კითხულობს, რა დღეა და მუდმივად აინტერესებს, რომელი საათია. უყვარს საინფორმაციო გადაცემების ყურება. სერიალების დაწყების დროც ზეპირად იცის. ოცნებობს პოლიციელი გამოვიდეს და ძალადობა აღკვეთოს!
გუგული ძიძას გარეშე არ შეუძლია და ყველა საჭმელს ურჩევნია ლეილა მზარეულის მიერ გამომცხვარი გემრიელი ღვეზელები. პოლიციელი რომ გამოვა, პირველ რიგში, მათ დაიცავს. პოეზიის მოტრფიალეა, უყვარს ლექსების მოსმენა და რამდენიმე ზეპირადაც იცის. მალე ყველა ბავშვი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მშობლებთან ერთად დასასვენებლად წავა. გიორგის ძალიან უყვარს ურეკი და წელსაც მოუთმენლად ელის იქ ჩასვლას.13754075_1256546721046172_6634621623519827510_n
ლინდა მარიკა მასწავლებლის გულია. უყვარს ბავშვები და მზრუნველობას არ აკლებს მათ. ხელსაქმე საუკეთესოდ გამოსდის, საქსოვი ძაფებისგან საკუთარი ხელით გაკეთებულ თოჯინას მაჩვენებს და მეუბნება, რომ როცა მსახიობი გამოვა, ტუჩის საცხს წაისვამს და მოდელივით ლამაზი კაბით ივლის. მანამდე ექიმობასაც ცდის, ბებიას რომ უმკურნალოს. დიდობაში, როგორც მისი დედიკო, ბებია და ბაღის აღმზრდელები, ისიც სახლს დაალაგებს, საჭმელს გააკეთებს და პატარებს სიყვარულით მოუვლის. ბარბის თოჯინაზე და საკუთარ სახლზე ოცნებობს, ყველა მისი ოჯახის წევრი რომ დაეტევა, ისეთ სახლზე, სადაც ეყოლება ბევრი ქათამი, ღორი, ძროხა, ასევე – ძაღლი და ძალიან ეყვარება.
პრანჭია გოგოა ქრისტინე, რომელსაც მასწავლებლის დახმარებით შეუძლია როგორც ფურცელზე მონახაზების გაკეთება, აპლიკაციების დაწებება, ასევე ფერად ფერადი პაზლების აწყობა. ლამაზი კაბა და ქუსლებიანი ფეხსაცმელი უნდა რომ ჰქონდეს.
ბარბარემ იცის ქსოვა. უკვე სერიოზული ნამუშევარიც აქვს, რომელიც ლია მასწავლებლის დახმარებით გააკეთა, ეს არის ყვავილი და ვარდისფერი პეპლები. ჩარჩოც ერთად მოარგეს და ახლა ოთახის კედელს ამშვენებს.
გოგა თუმცა ვერ საუბრობს, უსაზღვროდ უყვარს წაკითხულის მოსმენა. მოსწონს ფერად-ფერადი მუსიკალური წიგნები, თუმცა, როგორც მისი აღმზრდელი ამბობს, მალე ბეზრდება და გამუდმებით ახალი შინაარსისა და მუსიკის მქონე წიგნების მოთხოვნაშია.

13680766_1256547147712796_1858380017874729300_nსათამაშოები არ ართობს, მუდამ სიახლეს ეძებს და მისთვის ახალი წიგნების ყიდვა ხშირად უხდებათ.
თორნიკე განსაკუთრებული კომუნიკაბელურობით გამოირჩევა, უნდა, რომ საკუთარი ტრაქტორი ჰყავდეს, მიწა დაამუშაოს, შემდეგ მოსავალი მოიყვანოს და ადამიანები დააპუროს. ყველა ფერის ცნობა იცის. იცის, რომ ცა ცისფერია და წვიმას უშვებს. მზე კი ყვითელი და მცხუნვარეა. კარგი ხმა აქვს და ხშირად ღიღინებს. ოცნებობს, დოლი ჰქონდეს, ბავშვები რომ მოიწყენენ, დაუკრას და გაამხიარულოს. გიორგისგან განსხვავებით, მას ლეილა მზარეულის გამომცხვარი გემრიელი ხაჭაპური ქვეყანას ურჩევნია. განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა ეტლში მჯდომი მეგობრების მიმართ. უნდა, მძღოლობა ისწავლოს და მათთან ერთად მთელი ქვეყანა შემოიაროს.13770494_1256549001045944_2290703314955908459_n
ყველას მწვანე „მარშრუტკის“ მძღოლი – რეზო უყვართ. მოუთმენლად ელიან დილას, როდესაც რეზომ ისინი სახლიდან სასწავლებელში უნდა წაიყვანოს. გარკვეული საათების შემდეგ ისევ მოაკითხოს და ბათუმის ქუჩებით სახლებში ჩამოარიგოს, ამიტომაც ყველანი განურჩევლად თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ რეზოს პროფესიაზე – მძღოლობაზე ოცნებობენ.
ენრის დედის გარეშე არ შეუძლია, ცენტრში ყველაზე მეტად ლია მასწავლებელი უყვარს. სასწავლებელში მოსვლა უხარია,თუმცა მეცადინეობისას მალე იწყენს, დედასთან უნდა და გამუდმებით კითხულობს, როდის წაიყვანენ მასთან.
დრო არ ითმენს, პატარებს დროებით ვემშვიდობებით. დაგეგმილი კონცერტის დეტალები გასავლელია. უკვე უნდობლად უყურებენ ადამიანები საქველმოქმედო საღამოებს. ბევრი ითბობს ხელს და ნდობა დაკარგულიაო, გვითხრეს ბათუმის ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში. ვერაფერს იტყვი, მწარე რეალობა ეს არის. თუმცა სულ ახლახან პატარებთან ურთიერთობამ გვასწავლა, რომ ყოველ წამს… უნდა ვეცადოთ თვითონვე ვგრძნობდეთ ჩვენი თითოეული სიტყვის ძალას… გადმოვცემდეთ სიტყვებს წრფელი გულით…..გვიყვარდეს და ვიყოთ თავდადებულნი თითეული ადამიანის მიმართ… საქმიანი ურთიერთობისას პატარებთან შეძენილი ცოდნის შედეგი გასაოცარია!
ანტივირუსივით მოქმედებს და დღის ბოლოსთვის საქველმოქმედო საღამოს მხარდაჭერთა სია საგრძნობლად იზრდება. კლუბი ზღვის სანაპიროზე, ხალხმრავალ ადგილზეა.13669763_1256546814379496_3034620822811304761_n
ცნობილი ქართველი მომღერლების მხარდაჭერა, მოწვეული საუკეთესო სტუმრების მოლოდინთან ერთად, სტიმულს გვმატებს, თუმცა ვხვდებით, მთავარი ისევ და ისევ საქველმოქმედო კონცერტზე მოსული ადამიანების გულისხმიერებაა.
ბილეთის ფასი ძვირი არ იქნება, თუმცა მსურველთათვის ნაკლებიც შეიძლება, ვისაც რამდენი შეუძლია. შემოსული თანხა უნარშეზღუდულ მოზარდებს მოხმარდება. ბათუმის ყველაზე ცნობილი გასართობი კლუბის მეპატრონე ნაღვლიანი თვალებით უსიტყვოდ გვიქნევს თავს, როგორც ვიცი, თავადაც შვილების მამაა და უჭირს მოსმენა. უკვე ჩანს, რომ რაც მასზე იქნება დამოკიდებული, უსათუოდ გააკეთებს.
მალე საქველმომქედო ღონისძიებისთვის ყველა დეტალი შეჯერებულია: ოცდაათი ივლისი. ბათუმი. საღამოს რვა საათი. კონცერტს სოფო ხალვაში გახსნის. აშშ-ს მოქალაქე პრესტიჟული სტატუსით – “ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე პირი ხელოვნების დარგში” – ჯორჯ მელი იგივე გიორგი მელიქიშვილი მორის და მაია კაჭარავები, ქართული შოუბიზნესის სხვა ცნობილი სახეები, თითოეული ბავშვის სურვილების ასასრულებლად, ერთ დღეს მათთან ერთად გაატარებენ.
წინ არის ზეიმი, რომელსაც, ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა დახმარებისა და თანადგომის გარდა, თითეული ჩვენგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია!!!
დავდგეთ სიკეთის მხარეს!

ირმა მირზაშვილი
R
13782273_1256549311045913_6489134622315256610_n

13769535_1256549314379246_1345548522790844132_n

13654417_1256547184379459_4608206917761245590_n

13775580_1256546837712827_2796941312631025441_n

13769584_1256546644379513_8687732745807304457_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები