ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები www.naec.ge -ზე დღეს განთავსდა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აბიტურიენტებმა შედეგების გასაცნობად, საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333, შედეგის მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების საფასური 50 თეთრია.
მისივე ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა.
„ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტებს 4 ვარიანტად შევთავაზეთ. თითოეული ვარიანტი ჩვენი აბიტურიენტებისთვის საშუალო სირთულის აღმოჩნდა. ვარიანტების სირთულეებს შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. სამ ვარიანტში საშუალო მაჩვენებელი 48%-ია. 2%-ით ნაკლებია ერთ-ერთ – მესამე ვარიანტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი ოდნავ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვარიანტში 24 ქულა და მეტი არის გამსვლელი. პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში გამსვლელი ქულა 24 და მეტია. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, გაიგივების პროცედურის შემდეგ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტი იქნება“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები