თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც „კვირას“ „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3-ის I მიკრორაონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, წერნაკის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, ლერმონტოვის, ქიქოძის, პაოლო იაშვილის, მაჩაბელის, ამაღლების, წავკისის, ბოლო აღმართის და ოქროყანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები