ბათუმის ბარიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში ერთ-ერთი ღია ბარიდან, უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ ბათუმის სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მინდია კახიძემ განუცხადა, ახალგაზდრები დაახლოებით 24-25 წლის იყვნენ. მისივე თქმით, პაციენტებს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ, რომლებიც სასწარაფომ საავადმყოფოში მოათავსა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა დაუდასტურა. მისი თქმით, პაციენტები მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით შეიყვანეს საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, ორივე პაციენტი ამ დროისათვის საავადმყოფოდან გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები