კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები მზად არიან, თითოეულ მოსამართლეს გვერდში დაუდგნენ

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები მზად არიან, თითოეულ მოსამართლეს გვერდში დაუდგნენ, დაეხმარონ როგორც სამართლებრივად, ისე საზოგადოებრივი ზეწოლის გზით.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს კონკრეტულ გახმაურებულ საქმეებზე და მოსამართლეებზე, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა, არ უსაუბრია, თუმცა ისაუბრა ზეწოლისა და შანტაჟის მეთოდზე.
“როგორც გიორგი პაპუაშვილმა თქვა, მან მიმართა პროკურატურას, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ასეთი ფაქტები გამოძიების გარეშე არ უნდა დარჩეს. შესაძლებელია, კონკრეტულ ფაქტებზე არ საუბრობს, რადგან საქმე ეხება პირად ცხოვრებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები