მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო. საპილოტე პროექტი მდინარე ნატანების კალაპოტში განხორციელდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით ხორციელდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ ტარდება.
ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტების შეკავებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ანალოგიური სამუშაოები სხვადასხვა მდინარის კალაპოტში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები