ავარიის დროს დაშავებული სამი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის ანჟელა ორჯონიკიძის განცხადებით, მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. მისივე თქმით, დაშავებულების მდგომარეობა არ გაუარესებულა.
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიას სამი ადამიანის – ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები