ნინო სალუქვაძე: პირველად მოხდა, რომ სპორტსმენებს დაეკითხნენ საერთოდ, რა და როგორი შეიძლება ყოფილიყო კოსტიუმები

ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, რომელიც წელს რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ოლიმპიელებმა ტანსაცმლის ესკიზების რამდენიმე ვარიანტიდან სასურველი მოდელი თავად შეარჩიეს.
„პირველად მოხდა, რომ სპორტსმენებს დაეკითხნენ საერთოდ, რა და როგორი შეიძლება ყოფილიყო კოსტიუმები. გადაეგზავნა თითქმის ყველა სპორტსმენს – ქალბატონებს, ვარიანტები, რომ აერჩიათ. მათი არჩევანი იყო ეს ტანსაცმელი“, – განუცხადა სალუქვაძემ „რუსთავი 2“-ს.
მისივე თქმით, ტანსაცმლის შესარჩევად ტენდერი არ გამოცხადებულა, რადგან ოლიმპიურ კომიტეტს კანონით ამის ვალდებულება არ აქვს.
რაც შეეხება კოსტიუმების ღირებულებას, სალუქვაძის განცხადებით, ქალის და მამაკაცის ტანსაცმელი 2000 ლარი დაჯდა.
ქართველი ოლიმპიელების საზეიმო ტანსაცმელი, რომელიც „სამოსელი პირველმა“ შეკერა, საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მას მკაცრად აკრიტიკებენ სოციალურ ქსელებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები