“ვარდების მოედანზე“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

“ვარდების მოედანზე“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ისინი არამიანცის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სასტუმრო “რედისონთან“ მოხდა.
ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და “სედანის“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა.
შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსიში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა, 1 მძღოლი და 3 მგზავრი. შეჯახების შედეგად სამივე მგზავრი დაშავდა, ასევე დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც. ისინი ფანჯრებიდან გადმოიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები