გიორგი კვირიკაშვილი ფოთში, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფოთში, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს შეხვდა, რომლის ორგანიზებით, ქალაქში თეატრალური ფესტივალი იმართება.
მთავრობის მეთაურმა მსახიობს წარმატებული ფესტივალის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება სწორედ რეგიონში იმართება.
ნინელი ჭანკვეტაძემ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა დაუდასტურა და მმართველ გუნდს წარმატებები უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები