65 დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები 65 დევნილისთვის ინვენტარისა და ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. თითოეულ დევნილს მცირე ბიზნესის დასაწყებად 500 ევროს ღირებულების საქონელი გადაეცა. პროექტის მიზანია დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის წყაროების გაზრდა.
ღონისძიებაზე დევნილებს სხვადასხვა ტიპის ინვენტარი დაურიგდათ, მაგალითისათვის საკერავი მანქანები, ტექნიკა სილამაზის სალონისთვის, სამშენებლო ინსტრუმენტები, დანადგარები ავტოსახელოსნოსთვის და სხვა.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები