კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ სახაზო მიკროავტობუსებზე განთავსდა.
სამარშრუტო მიკროავტობუსებში არსებულ მონიტორებზე კი მგზავრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე შსს-ს საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეორგოლს უჩვენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები