როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი გაგრძელდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი,ზოგან ელჭექით.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სანაპირო რაიონებში ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში კი 29-33 გრადუსამდე.
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან 17-22 მ/წმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები