„მწვანეთა მოძრაობა“ კლიმატის ცვლილების შედეგად მიღებულ გარემოსდაცვით საკითხებზე პროექტს ახორციელებს

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო შიდა ქართლის რეგიონში (გორის მუნიციპალიტეტი, ქარელის მუნიციპალიტეტი, კასპის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი) ანხორციელებს პროექტს „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II-ის  ფარგლებში ეროვნული პოლიტიკის დიალოგზე მასალების მომზადება, ცნობადობის ამაღლება და საგანმანათლებლო საკითხების განხორციელება“.
პროექტის მიზანია საგანმანათლებლო და ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიის წარმოება შერჩეული ბენეფიციარებისა და სამიზნე ჯგუფებისადმი, კლიმატის ცვლილების შედეგად მიღებულ გარემოსდაცვით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე.
პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდების მობილიზებაზე და მათ ჩართულობაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში მონაწილეობაზე. ასევე  მოიცავს ადვოკატირების კუთხით ეროვნულ დონეზე შესაბამისი მასალების მომზადებას.
პროექტის განხორციელებისათვის ორგანიზაცია იყენებს შემუშავებულ და წარმატებით აპრობირებულ მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს  როგორც, საგანმანათლებლო–ცნობიერების ასამაღლებელი ასევე, პოლიტიკური ლობირების ინსტრუმენტს.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში  დაგეგმილია:
კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ეროვნული სამოქმედო გეგმების, პოლიტიკური და სხვა ლეგალური დოკუმენტაციის შესწავლა–ანალიზი (მათ შორის, საერთაშორისო რეგულაციებისა და კანონმდებლობების);
გამოკვეთილი პრობლემების შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შეთვაზება გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისათვის;
მრგვალი მაგიდებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ მხარეებთან და სამიზნე ჯგუფებთან;
საგანმანათლებლო–საინფორმაციო პუბლიკაციებისა და მასალების მომზადება;
ეროვნული მედია საშუალებების ინფორმირებულობა და მედია კამპანიის წარმოება;
პროექტს ანხორციელებს საქართველოს მწვანათა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს წითლი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით. ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის წითელი ჯვრის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები