მერაბ კვირიკაშვილი კლინიკას დღეს დატოვებს

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებიდან სამი პაციენტი ქუთაისის კლინიკებში რჩება. მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
რაც შეეხება, მეოთხე პაციენტს, რაგბის ეროვნული ნაკრების წევრს, მერაბ კვირიკაშვილს, ის კლინიკას დღეს დატოვებს. სამედიცინო დაწესებულების ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია.
მედპერსონალის ინფორმაციით, დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. მათივე თქმით, შედარებით გაუმჯობესდა მორაგბეთა მეუღლეების მდგომარეობა. მათი ჯანმრთელობის სტატუსი კრიტიკულად მძიმედან სტაბილურად მძიმემდე შეიცვალა. ოთხივე დაშავებულს ამ დრომდე ქუთაისში მკურნალობენ.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 4 ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები