ორსართულიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება (ფოტო)

„ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ 400-მდე მგზავრს 25 ივლისიდან მოემსახურება.
პრეზენტაციას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი გიორგი ჩოგოვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
როგორც პრეზენტაციაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დღეიდან საქართველოს რკინიგზა იმ ქვეყნებს შეემატა, სადაც Stadler-ის მატარებლები მოძრაობენ.
„ეს არის ახალი ნაბიჯი ჩვენი კომპანიის განვითარების ისტორიაში. კომპანია შტადლერი სარკინიგზო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან ბრენდს წარმოადგენს. ყველა წამყვანი ქვეყნის რკინიგზა მათი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და დღეს მათ რიგებს საქართველოს რკინიგზაც შეემატა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი „საქართველოს რკინიგზამ” კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა.
ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემებით საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს შეესაბამება.
მატარებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე სრულად მორგებულია.
13495066_1014091698698691_2671318577938869402_n
13516598_1014091722032022_3760154211061581972_n
13528967_1014091685365359_1763421878976265660_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები