C ჰეპატიტთან დაკავშირებით შეზღუდვა მოიხსნა

თბილისის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე „დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში’’ შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ცვლილებების თანახმად, „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ გათვალისწინებული მომსახურების მოცულობას 4-15 წლის ასაკის ბავშვებში სქოლიოზის სკრინინგი ემატება.
ცვლილება შევიდა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესშიც.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, C ჰეპატიტთან დაკავშირებით შეზღუდვა მოიხსნა და ყველა ბენეფიციარი, რომელიც ექვენდებარება მკურნალობას, პროგრამაში ჩართვას შეძლებს. საკრებულოს წევრებმა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებაც განიხილეს და თბილისში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები