თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე გახდა

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე გახდა. მამუკა მუმლაძის კანდიდატურა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა, მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მამუკა მუმლაძე კარგად იცნობს სატრანსპორტო პროგრამებს. საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ, როდის წარადგენს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმას და როდის დაინიშნება დამატებით ავტობუსები თბილისის გარკვეულ უბნებში, დიდ დიღომში, ორხევის დასახლებაში, დიდ ლილოში და ფონიჭალის მიმართულებით. მამუკა მუმლაძე საკრებულოს დეპუტატებს დაჰპირდა, რომ თბილისის ტრანსპორტის განვითარების გეგმას ერთი თვის მანძილზე წარადგენს, ავტობუსები, ახალი მიმართულებები კი, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ შეიძლება დანიშნოს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი გურგენიძემ თანამდებობა კერძო სექტორში გადასვლის გამო დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები