თბილისის ქუჩებსა და სკვერებს რობერტ ბარძიმაშვილის, მოსე გოგიბერიძის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ გელაშვილის სახელები მიენიჭებათ

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში არსებული რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის და სკვერისთვის სახელების მინიჭების შესახებ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს. კერძოდ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხად კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მოსე გოგიბერიძის სახელობის ქუჩა დიდუბის რაიონში უკვე არსებობს და ის ევგენი მიქელაძის და ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის ქუჩებს შორის მდებარეობს. დღესვე საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს საბურთალოს რაიონში, მუხრან მაჭავარიანისა და ლისის ქუჩების მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის მომღერალ რევაზ გელაშვილის სახელის მინიჭების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები