მიწის რეგისტრაციის პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმირების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომლის ინიციატორი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო, იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვსიების განვითარების სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი 1 აგვისტოდან ამოქმედდება. პროექტის განხორციელებაში, საკუთრების უფლების დადგენის კუთხით, აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ისე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.
პროექტის თანახმად, საჯარო რეესტრი ქონების რეგისტრაციის პროცესში პრაქტიულად იქნება ჩართული. დოკუმენტების, მათ შორის, არქივში დაცული საბუთების, საკომლო წიგნის ჩანაწერების, საგადასახადო სიებისა თუ სხვა უფლების დამდგენი დოკუმეტების მოძიებას სხვადასხვა უწყებიდან საჯარო რეესტრი განახორციელებს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობას პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები