პროკურატურის თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თბილისის პროკურატურაში, “გაიღე სისხლი – ბავშვების გადასარჩენად” ფარგლებში, სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა.
მთავარი პროკურატურისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს.
პროკურატურის ცნობით, პროკურატურის თანამშრომელთა სისხლის აღების პროცედურებს შპს „სისხლის ბანკის“ ექიმები ატარებდნენ. აქცია საქართველოს პროკურატურასა და შპს „სისხლის ბანკს“ შორის 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია, საქართველოს პროკურატურის ჩართულობა ბავშვთა ონკოჰემატოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები