მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები განხორციელდება

მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები განხორციელდება.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ თბილისის საკრებულოში, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში ტაქსების რეგულაციის თემაზე მერიას კონსულტაციები ჰქონდა სპეციალისტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მიმდინარეობს დოკუმენტაციის დამუშავება და, ვფიქრობ, მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში შესაძლებელი იქნება ტაქსების მიმართულებით ახალი რეგულაციების განხორციელება. რეგულაციები არის მინიმალური, უმტკივნეულო და ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეეძლებათ ამ სფეროში თვითდასაქმებულ ადამიანებს ამ პროცედურების გავლა. ავტომობილის უსაფრთხოება და მძღოლის უსაფრთხოება ძალიან აქტუალურია და აწუხებთ ტაქსით გადაადგილებულ თბილისელებს და თბილისის სტუმრების უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები