ალექსანდრე ჯეჯელავა გურიის რეგიონში იმყოფება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გურიის რეგიონში იმყოფებოდა.
მინისტრი გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან თემურ ჭკუასელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სახელით პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საქმიანობა და როლი უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის აღზრდასა და ზოგადად, ქვეყნის განვითარების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები