ავარიაში დაშავებული მეკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

 

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება. გავრცელებული ცნობების თანახმად, 21 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული 32 წლის მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. რაც შეეხება მეორე, 26 წლის გიორგი ლომინაძეს, მას სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია,
სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ. გავრცელებული ცნობით, ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები