გარდაბნის რაიონში წლინახევრის ბავშვი, სავარაუდოდ, წყლით სავსე აბაზანაში ჩავარდა და დაიხრჩო

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში წლინახევრის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც მეზობლები ვარაუდობენ, მცირეწლოვანი წყლით სავსე აბაზანაში ჩავარდა და დაიხრჩო.
დაღუპული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მორიგე ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მცირეწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები