ხვალ, “ბათუმი ცენტრალში” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, ,,ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზენტაციას, რომელიც 17:00 საათზე, დაიწყება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ს/ს ,,საქართველოს რკინიგზამ” კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა. ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემებით შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. მატარებლები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები