მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოყვა – მისი მდგომარეობა მძიმეა

ავარიისას, რომელიც ქუთაისი –  სამტრედიის გზაზე მოხდა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი მეუღლესთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, ექვსიდან ათ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები