გიგლა აგულაშვილი სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს სამინისტროს რეინჯერებზე, ტყის მცველებსა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ბრაკონიერების და სხვა სამართალდამრღვევების მხრიდან ბოლო დროს გახშირებული ძალადობის შესახებ სტატისტიკა გააცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა 2012 – 2016 წლებს მოიცავს, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებზე თავდასხმის ფაქტებია ასახული.
მხარეების შეთანხმებით, პრევენციული ღონისძიებები სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და ძალოვანი უწყებების კოორდინირებით განხორციელდება.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები