მონიტორინგის თანამშრომლებმა 461 ავტომანქანა დაათვალიერეს, მათგან 189-ს კონდიციონერი ჩართული ჰქონდა

დედაქალაქის მერის დავალებით შექმნილმა ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისის დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189-ს ჰქონდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა. მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ რეაგირების მიზნით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ ოპერატიულად აცნობეს.
ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები