აჭარაში, ე.წ. ოცნების ქალაქში ლევან ვარშალომიძის მისვლას ხმაური მოჰყვა

აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან ვარშალომიძეს “ოცნების ქალაქში” ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდა.
ნარგიზა დიასამიძემ ვარშალომიძეს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა. მისი თქმით, დახმარების მიზნით ვარშალომიძეს რამდენიმე წლის წინ მიმართა, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია.
დიასამიძემ ვარშალომიძეს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. ხმაურის მიუხედავად, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთურმა ახალი საარჩევნო პროგრამის – სოციალური სახლების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინდივიდუალური ხელშეკრულებები ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილთან მაინც გააფორმა.
ცნობისთვის, ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს. საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ ორი დღის წინ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება. ვარშალომიძეს აუდიტის სამსახურში ორშაბათს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები