ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა.
როგორც „კვირას“ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, დეპარტამეტი აღიჭურვა ულტრათანამედროვე იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფით: Shimadzu Trinias B12.
მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
მისი გაყიდვა იაპონიის საზღვრებს გარეთ განხორციელდა პირველად საქართველოში.
სწორედ ამიტომ დეპარტამენტის გახსნასთან დაკავშირებით ჩამობრძანდნენ : SHIMADZU -ს ვიცე პრეზიდენტი სოჯი სასაკი, ამავე კორპორაციის ევროპის ოფისის დირექტორის მასუმო კავაი, იაპონელი კოლეგები, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ჩეხი ანგიოქირურგი მარტინ კოხერი, ბელორუსიის მთავარი ფლებოლოგი სიარჰეი კარნიევიჩი.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საფუძველი ჩაეყარა ენდოვასკულური ქირურგიის ახალ ეტაპს. ისტორიულად კლინიკა ენდოვასკულური ქირურგიის პიონერია. სწორედ აქ ამუშავდა საქართველოში პირველი კათეტერიზების ლაბორატორია. წლების განმავლობაში ქირურგიის ინსტიტუტი გახლდათ ფლაგმანი კარდიოლოგიური ინტერვენციებისა და კარდიოქირურგიის დარგში.
ბოლო ხანს ან მხრივ საქმიანობა შეჩერებული იყო, მაგრამ უნიკალური ანგიოგრაფის შეძენის, შესაბამისი საოპერაციოს და კათეტერიზების ლაბორატორიის გამართვის შემდეგ, უკვე შესაძლებელია კარდიოქირურგიული, ენდოვასკულური ქირურგიის მომართულებების ხელახლა ამუშავება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მართვა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, მიეცა ინსულტის მართვის სრულფასოვანიცენტრის გახსნის უნიკალური შანსი, რაც ჩვენს უამრავ მოქალაქეს დაიცავს ამ მეტად საშიში დაავადებისგან და მისი გართულებებისგან .
ანგიოგრაფზე სამუშაოდ რამდენიმე ექიმი გადამზადდა. მათ უკვე შეუძლიათ ურთულესი მანიპულაციების ჩატარება და აპარატის შესაძებლობათა სრულფასოვანი გამოყენება.
ამ უნიკალური აპარატით შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ოპერაციები: თავის ტვინის ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ზომის ანევრიზმათა ოპერაცია;
• თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაციების ემბოლიზაცია;
• თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეთა ემბოლიზაცია;
• თავის ტვინის ანგიოგრაფია;
• იშემიური ინსულტის მკურნალობა ენდოვასკულურად, სისხლძარღვის სტენტირება და თრომბექტომია;
• ხერხემლის სისძარღვების არტერიოვენური მალფორმაციების მკურნალობა;
• სელექციური ანგიოგრაფია;
• აორტის სარქველის ენდოვასკულური იმპლანტაცია;
• ღვიძლის საკუთარი არტერიის ემბოლიზაცია;
• ვენების და არტერიების ნებისმიერი ტიპის სტენტირება და შუნტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები