პოლონელი არაქისტები ვარშავაში სააკაშვილის ვიზიტის წინააღმდეგ

ორი დღის წინ, ვარშავას უნივერსიტეტში ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გამართა. მან თავის გამოსვლაში პოლონელი და ქართველი ხალხის ახლო ურთიერთობებზე ისაუბრა და სმოლენსკის ავია-კატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული დამოკიდებულება გაიხსენა ქართველი ხალხისადმი.
მიხეილ სააკაშვილს, ვარშაველმა ანარქისტებმა, შეხვედრის დასაწყისში, ფოიეში შეახსენეს საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში ჩატარებული რეფორმები და კრიმინალური წარსული, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა მის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად – უნივერსიტეტის ფოიეში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი “სააკაშვილის 9 წლიანი სისხლიანი მმართველობა”, რომელიც უნივერსიტეტის დაცვამ რამდენიმე ხანში ჩაშალა.
სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას, ანარქისტთა ჯგუფმა მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა გამოსვლა, ისინი სააკაშვილს ქართულად ეძახდნენ “მკვლელს”, “ქართველ პინოჩეტს” და სკანდირებდნენ “გლდანტანამოს”.
“სააკაშვილი ევროპაში დღემდე გმირი გონიათ. იმიტომ, რომ მასზე იმ ინფორმაციის მეტი, რაც მის დროს ვრცელდებოდა, არ შემოდის ევროპისათვის გასაგებ ენაზე. ჩვენ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდის კვლევამ მოგვიწია ქართველი ჟურნალისტის, ეკატერინე ლემონჯავას პოლონური წიგნისთვის დანართის გასაკეთებლად. ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ვიცით, რამდენი ხალხი მოკლა, რა ტიპის რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, მისი ვიზიტის შესახებ ძალიან გვიან გავიგეთ, რამაც საშუალება არ მოგვცა უფრო მასშტაბური ყოფილიყო ჩვენი პროტესტი”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე გ.კ.

წყარო: www.timer.ge
13817160_10153842878699779_1313569293_n 13817201_10153842878739779_2072380941_n 13815187_10153842878704779_1766705787_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები