მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის კანდიდატურა განიხილება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას თბილისის საკრებულო პარასკევს განიხილავს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის კანდიდატურა განიხილება, მას დასამტკიცებლად კი საკრებულოში, თბილისის მერი დავით ნარმანია წარადგენს.
„ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ, საკრებულო ახალი კანდიდატისგან ძალიან მკაცრად მოითხოვს იმ ღონისძიებებისა და ხედვის მოსმენას, რაც მან უფლებამოსილების პერიოდში უნდა განახორციელოს, თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ ეს სამწუხარო რეალობა არ დამდაგრიყო“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერის მოადგილის დავით ლილუაშვილის შემცვლელი კანდიდატურის საკითხი არ განიხილება.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი გურგენიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და სამუშაოდ კერძო სექტორი აირჩია. დავით ნარმანიას მოადგილე დავით ლილუაშვილი კი, „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იქნა წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები