66 მძღოლს, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს კონდიციონერს შეგნებულად არ რთავდა, ათი დღე მუშაობა აეკრძალა

„თბილისის მიკროავტობუსის“ 66 მძღოლს, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად ჰაერის გამაგრილებელს არ რთავდნენ, ათი დღის ვადით მიკროავტობუსებზე მუშაობა აეკრძალათ.
როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეიდან კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში მონიტორინგის ჯგუფებს ზრდის.
„კომპანია „თბილსის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება.
მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად, ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს. ასევე, 19 ივლისის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და მათ ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები