გაეროს ექსპერტების აზრით, საქართველომ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება ეროვნული დონის მიზნად დაისახა

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ფონდის „FIA Foundation“ თანაორგანიზებით, თემაზე- “Safe and Sustainable Mobility for Children in the Global Goals” ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გაეროს ინსტიტუტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული მსხვერპლისა და ასევე, ჰაერის დაბინძურების შემცირების თემაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საგზაო უსაფრთხოებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები ქართულმა მხარემ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონის მიზნებში შეიტანა.
თანაორგანიზატორებთან ერთად, ღონისძიების ძირითად მომხსენებლებსა და პანელისტებს შორის იყვნენ გაეროსთან ბრაზილიის, ინდონეზიის, ომანის მისიების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნანიზაციის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და არასამთავრობო ორგანიზაციების – „World Resources Institute“, „Save the Children“, „Eastern Alliance for Safe and Sustainable Transport“ „Transportation Alternatives“ და „ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” – წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სიღარიბის შემცირების, ჯანმრთელობისა და მობილურობის გაუმჯობესების კუთხით, უსაფრთხო გზების მნიშვნელობას და მის მნიშვნელოვან როლს მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის ფუძემდებლური პრინციპის შესრულების პროცესში.
ღონისძიება ნიუ-იორკში მიმდინარე მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLFP) ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები