საპარტნიორო ფონდს PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი შაჰინ მამედოვი მიიღო. დავით საგანელიძემ PASHA Bank-ის ხელმძღვანელს ფონდის მანდატი, ფუნქციები და სტრატეგია გააცნო. საუბარი შეეხო ფონდში მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებს.
შეხვედაზე PASHA Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის მხრივ, ფონდის ხელმძღვანელს ბანკის შესახებ ინფორმაცა მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. PASHA Bank-ის მენეჯმენტი საპარტნიორო ფონდის მიმდინარე პროექტებში ფინანსური ჩართულობის სურვილს გამოთქვავს და სხვადასხვა ბიზნეს სქტორში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და PASHA Bank-ის კომერციული დირექტორი გოგა ჯაფარიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები